19:44 | 2021-06-29 ავტორი: Prime Time

ინფორმაცია მათთვის ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა ვერ გაიკეთა – ნახეთ, რომელი ვაქცინაა ეფექტური თქვენთვის

ინფორმაცია მათთვის ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა ვერ გაიკეთა – ნახეთ, რომელი ვაქცინაა ეფექტური თქვენთვის

იმსჯელებს თუ არა იმუნიზაციის საბჭო „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის ჩინური ვაქცინით ჩანაცვლებაზე – ამ საკითხზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბრობს. 

„დიდად არ გვკითხულობს“ - ეკა ხოფერია უფროს შვილთან ურთიერთობაზე
2021-06-29„დიდად არ გვკითხულობს“ - ეკა ხოფერია უფროს შვილთან ურთიერთობაზე

 

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებსაც აცრა აქვთ გაკეთებული და 12 კვირა უკვე გასულია, მათ სხვა ვაქცინა უნდა შევთავაზოთ.

 

„თუ „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ 6 კვირაა გასული და ვაქცინა არ გაქვთ გაკეთებული, სანერვიულო არაფერია, რადგან თქვენ 6 კვირა გრჩებათ იმისთვის, რომ მეორე დოზა მიიღოთ.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დოზის არაარსებობა არაფერს ცვლის, რადგან მათ იმუნიტეტის შექმნისთვის დარჩენილი პერიოდი საკმარისი აქვთ.

 

ეს პრობლემას შექმნის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა კვირაში ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ასტრაზენეკა ქვეყანაში არ იყო და მე -12 კვირა იყო შეთავაზებული“.- განმარტავს ჩხაიძე.

 

მათ რა გამოსავალი შეიძლება, რომ შევთავაზოთ?

 

შევთავაზოთ ის, რასაც იყენებს ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ოღონდ სხვა მიზეზების გამო.

 

ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ნიდერლანდმა და გერმანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის შემდეგ  სხვა ვაქცინით აეცრათ ადამიანები. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ „ასტრაზენეკას“ მანამდე უცნობ მოვლენას, კერძოდ სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევის შესაძლებლობას ეხებოდა. „ასტრაზენეკას“ შეცვლა უმეტეს შემთხვევაში „ფაიზერით“ მოხდა, ასეთივე წარმატებით შეიძლება მოხდეს მისი ჩანაცვლება „ნოვავაქსით“, ასევე „მოდერნათი“. შეიძლება  პირველი დოზა თქვენ გაიკეთოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ხოლო მეორე დოზა გაიკეთოთ ნებისმიერი სხვა ტიპის ვაქცინით.

 

ამ შემთხვევაში შესაძლოა საუბარი იყოს „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“?

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრაქტიკას მხარს არ უჭერს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებმაც სხვადასხვა ვაქცინით აცრა მოსახლეობა,  ჩვენთვის ამ მხრივ შეიძლება იყოს მაგალითი.

 

მისი თქმით, თუ დადგება ეს საკითხი, ჩვენ გვყავს ქვეყანაში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭო, არის იმუნიზაციის საბჭო, არიან მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც შესულია ამ საბჭოში.

 

„თუ იქნება ამის აუცილებლობა, ჩვენ შევიკრიბებით და ამ გადაწყვეტილებას დასაბუთებულად  ან მივიღებთ, ან –  არა. თუ ჩვენ ქვეყანაში შეგვექმნება ისეთი სიტუაცია, რომ იქნება ადამიანების გარკვეულად მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომ 12 კვირას გადაცდნენ, მაშინ ამ საკითხის განხილვას აზრი აქვს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ჩვენ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ თავისუფალი დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჯერ ჩვენ დრო გვაქვს“,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ავტორი: Prime Time

X