13:05 | 2021-05-16 ავტორი: Prime Time

ინფორმაცია მათთვის ვინც ორსულობას გეგმავს – გაეცანით მნიშვნელოვან ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვისგან

ინფორმაცია მათთვის ვინც ორსულობას გეგმავს – გაეცანით მნიშვნელოვან ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვისგან

არავითარი მინიშნება, რომ ვაქცინას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის ქონა შეუძლია არ არსებობს, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა,ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ განაცხადა.

 

ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა
2021-05-16ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა

 

„არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს.

 

ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ავტორი: Prime Time

X