
შესაძლოა, სკოლებში სწავლის პროცესი შაბათსაც გაგრძელდეს – ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკას„ ეთერში.























