10:27 | 2021-02-08 ავტორი: Prime Time

ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს პატრიარქის გადაყენება იგეგმება, საპატრიარქოში სიცრუეს უწოდებენ

ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს პატრიარქის გადაყენება იგეგმება, საპატრიარქოში სიცრუეს უწოდებენ

“რელიგიურ ექსპერტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 11 თებერვალს, წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის მოსალოდნელი გადაყენების შესახებ საპატრიარქოში არ ადასტურებენ.

 

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

 

“ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს და არ შეიძლება ამაზე საუბარი ესე, ძალიან გთხოვთ, ასეთი განცხადებებით არ იხელმძღვანელოთ, უნდა იხელმძღვანელოთ ყოველთვის იმ პოზიციით, რაც საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

 

“11 თებერვალს ილია მეორის გადაყენება იგეგმება” – რელიგიურ ექსპერტთა ასოციაცია

ავტორი: Prime Time

X