
ინგლისის ეკლესიამ განაცხადა, რომ ქორწილის დროს, ეკლესიაში ადამიანების რაოდენობა ხუთანმდე განისაზღვრა.
ქორწილს დაესწრებიან: მღვდელი, მეფე-პატარძალი და ორი მოწმე – ეს იქნება კანონიერი მინიმუმი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს.
ინგლისის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯვრის წერის ცერემონიები გაგრძელდება, ეკლესიაში ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება.
„იქ სადაც ნათესავები და მეგობრები ვერ დაესწრებიან, ეკლესია მათი სურვილისამებრ დაეხმარება სკაიპის საშუალებით უყურონ ცერეონიას, ან ვიდეოზე ჩაწერს, რათა მოგვიანებით ნახონ“, – აცხადებენ ინგლისის ეკლესიაში.






















