13:37 | 2020-04-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ინოვაციური მეთოდი, რომლითაც ისრაელმა COVID-19-ით ინფიცირებული უმძიმესი პაციენტები გამოაჯანმრთელა

ინოვაციური მეთოდი, რომლითაც ისრაელმა COVID-19-ით ინფიცირებული უმძიმესი პაციენტები გამოაჯანმრთელა

პლურისტემის პლაცენტარული უჯრედების თერაპიის მეშვეობით ისრაელმა COVID-19-ით ინფიცირებული უმძიმესი პაციენტები გამოაჯანმრთელა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს. 

 

რამდენიმე პაციენტი, რომელიც განსაკუთრებული მეთოდის გამოყენებით მკურნალობდა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, არა მხოლოდ 100%-ით გამოჯანმრთელდა, ამასთან გაუმჯობესდა მათი რესპირატორული მონაცემებიც.

 

ისრაელში მყოფი კრიტიკულად მძიმე რამდენიმე პაციენტი, რომელთა გადარჩენის ალბათობა უკიდურესად მძიმე იყო პლურისტემის პლაცენტარული უჯრედების თერაპიის მეშვეობით გამოჯანმრთელდა.

 

მკურნალობის ეს მეთოდი ე.წ გაფართოებულ პლაცენტურ უჯრედებს გულისხმობს, რათა შემდგომ შემცირდეს იმუნური სისტემა, რომლის ზეაქტიურობაც პნევმონიას იწვევს.

 

Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ. მათ ყველა ის სიმპტომები აღენიშნებოდათ, რომელიც თან ახლავს ახალ კორონავირუსს. ამასთან ინფიცირებულ პაციენტებთან გამოვლინდა სხვადასხვა გართულბები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის უკმარისობა.

 

პლურისტემის აღმასრულებელი დირექტროს და პრეზიდენტის, იაკი იანემის თქმით, იგი მოხარული იქნება თუკი აღნიშნულ თერაპიაზე წვდომა უფრო მეტ პაციენტს ექნება.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით ისრაელში ახალი კოონავირუსის 12855 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა 148, ხოლო გამოჯანმრთელდა 2967 პაციენტი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X