12:20 | 2020-05-21 ავტორი: თამარ გონგაძე

ინსულტმა “ხირხალას” მეტყველებას დაღი დაასვა – “ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ”

ინსულტმა “ხირხალას” მეტყველებას დაღი დაასვა – “ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ”

მსახიობი ამირან ქადეიშვილი 4 მარტს 84 წლის გახდა. გურულ მსახიობს სახასიათო როლებში აკავებდნენ რეჟისორები. მაყურებლის სიყვარული კი ხირხალას როლით მოიპოვა ფილმიდან – “სიყვარული ყველას უნდა.”

 

გუშინ, 20 მაისს კი, თავის ბაბულას, იუბილარ ლაურა რეხვიაშვილს, “პრაიმტაიმის” მეშვეობით მიულოცა დაბადების დღე და ისტორიები გაიხსენა…

 

მეტყველება ოდნავ უჭირს. ამიტომ ჩვენთან საუბარში მეუღლე უწევდა დახმარებას.

 

უკვე ერთი წელია, რაც მსახიობს იშემიური ინსულტი გადაუტანია. როგორც ბატონი ამირანის მეუღლე, ალდონა ერქომაიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, მსახიობს ანემია აქვს და ინსულტის გამომწვევ მიზეზადაც ეს დასახელდა.

 

სწორედ ამ მიზეზით ამირან ქადეიშვილმა გადაღებების გაგრძელება ვეღარ შეძლო “ჩემი ცოლის დაქალებში”, სადაც ბაქარ ორჯონიკიძის ღორეშელი ბაბუას როლს თამაშობს.

 

პიკის საათი - დილა რეგიონში-ამირან ...

 

ალდონა ერქომაიშვილი: – ამირანს აქვს რკინადეფიციტური ანემია. შარშან ჰემოგლობინი ძალიან დაბალზე ჩამოუვიდა. იმ პერიოდში ცუდად იყო, აზროვნებითაც, ფეხზეც ვერ დგებოდა.

 

ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ. ერთიდან გამოვიდოდით, მეორე დღეს – მეორეში გვიწევდა მოთავსება.

 

სისხლი ვერ მიეწოდებოდა ტვინს და მოუვიდა ინსულტი ისე, რომ ეს არც გაგვიგია. გვითხრეს, გაივლის და არაფერი დარჩებაო.

 

ინსულტმა გაიარა. დახმარების გარეშე სიარული უჭირდა. ახლა მშვენივრად დადის და ფეხზეა, არც წევს. თავისით ჭამს საჭმელს. ანგარიში უჭირდა. აზროვნება სრულად აღუდგა.

 

აქამდე თითქოს ავადმყოფობის დატოვებული არაფერი კვალი არ ემჩნეოდა. მაგრამ როდესაც ემოციურად საუბრობს, უცხოს ესაუბრება, ღელავს და ემოციური დატვირთვა აქვს, მეტყველება უჭირს. ამ დროს დეფექტით საუბრობს. ხელ-ფეხი არ გაჩერებია, ნორმალურად მოძრაობს.

 

ამ ავადმყოფობის გამო სერიალში გადაღება ვერ გააგრძელა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხომ ბაქარის იმერელი ბაბუას თამაშობს. მოსწონს იქ თამაში, ზოგჯერ კმაყოფილი იყო თავისი თამაშით, ზოგჯერ – ისე რაო, იტყოდა. გადაღებები ნამდვილად ზემო იმერეთში არ ყოფილა, წოდორეთში და თბილისის სხვა ახლომდებარე სოფლებში იღებდნენ.

 

ამირან ქადეიშვილი: ძალიან დიდი ...

 

ძალიან უნდა ხალხის ნახვა, მეგობრების მონახულება… მოენატრა გარეთ გასვლა, თუმცა ჯერჯერობით პანდემიური კარანტინის გამო, ამას ვერ ახერხებს, რისკ ჯგუფში ვართ.

 

თვითონ არ უფრთხილდება საკუთარ თავს. მე რაც შემიძლია ვუკეთებ.

 

ქალბატონი ალდონა მუსიკოსის, ანსამბლ “რუსთავის” მუსიკალური ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის დაა. ძალიან უყვარს ქმრის მიერ შესრულებული ფილმები, განსაკუთრებით კი „სიყვარული ყველას უნდა“.

 

„ნამდვილი კომედიაა და თან უშუალო. არაჩვეულებრივ მსახიობთა ანსამბლია თავმოყრილი, საუკეთესოდ თამაშობენ. ამირანის სცენა მომწონს და მახალისებს – სამი ოცია? ამ ფილმის დროს ჩვენ უკვე შეუღლებულები ვიყავით.

 

უდიდესი რეჟისორის გადაღებულია. ამდენ წელს გაუძლო ფილმმა და დღესაც აქტიურად უყურებენ. ხალხს უყვარს ეს ფილმი და არ ბეზრდება” – აცხადებს ალდონა ერქომაიშვილი.

ავტორი: თამარ გონგაძე

X