21:28 | 2020-06-04 ავტორი: თამთა თორდია

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა.

 

რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი - ირაკლი ღარიბაშვილი
2020-06-02რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი - ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა.

 

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო.

 

გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

 

„გიდასტურებთ, რომ გიორგი რურუას ექსტრადიციის მოთხოვნით 2000 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს.

 

გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. 2000 წლის 26 ივნისს გიორგი რურუა დეპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემდგომი სამართლებრივი პროცედურების აღსრულების მიზნით, – განაცხადა ბაია ცანავამ.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X