
ინციდენტში მონაწილე გოგონები ნათესავები არიან – რუსთავში არასრულწლოვნის დაჭრის ახალი დეტალებია ცნობილი.
რუსთავში დაჭრილი გოგონა კლინიკიდან უკვე სახლში გაწერეს. გავრცელებული ცნობით, არასრულწოვანმა გოგომ თანატოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ისინი ნათესავები არიან. გოგოებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.
17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის სახლში უკვე გაწერეს.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.






















