10:49 | 2020-12-01 ავტორი: Prime Time

იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც – ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეზღუდვებს არ უნდა დაემორჩილონ

იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც – ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეზღუდვებს არ უნდა დაემორჩილონ

რეგულაციებს არავინ არ უნდა დაემორჩილოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ქვეყანა დაუმორჩილებლობის ტალღამ თუ მოიცვა, სადამდე მიიყვანს ეს ქვეყანას?- ჯაფარიძე ამბობს:

2020-12-01"ეს ბიოლოგიური ომია, ჩვენი გენერალი დაჭრილი იყო" - კულუმბეგოვი შეზღუდვების აუცილებლობაზე

 

„არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. გასაგებია, რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეები. ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც.

 

ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები – თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, არათუ ადამიანს. შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

მაგრამ ეს ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. ადამიანებს უწევთ რომ იმუშაონ და სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავტორი: Prime Time

X