14:46 | 2020-12-22 ავტორი: Prime Time

იქმნება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი – მიხეილ ჩხენკელი

იქმნება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი – მიხეილ ჩხენკელი

„მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით.

 

რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა.

 

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლებიც ამ სფეროს დაფინანსებით მოხდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ქართულ-ფრანგულმა უნივერსიტეტის შექმნისა და გახსნის შესახებ. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. იგი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას მისცემსხელს. ამასთან ერთად, გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: ERASMUS+, Fulbright, DAAD.

 

განცხადების მიხედვით, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია, რეგიონში პირველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებმა მიიღო.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X