
„თქვენი დახმარება მჭირდება, დავკარგე ძალიან ახლო მეგობარი“, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარმა, დეა კაპანაძემ ქალების ჯგუფში დაწერა.
როგორც ის წერს, მას ძალიან უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება და სწორედ ამიტომ გოგოებს სთხოვს ურჩიონ კარგი ფსიქოლოგი.
სავარაუდოდ დეა სწორედ თამარის გარდაცვალების გამო წერდა 27 ივლისს ქალების ჯგუფში.
„თქვენი დახმარება მჭირდება, დავკარგე ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან ახლო და ვფიქრობ მარტო გამიჭირდება (მიჭირს)…. ამასთან გამკლავება და თუ ვინმე კარგი ფსიქოლოგი იცით, იქნებ დამეხმაროთ, ძალიან გთხოვთ“- წერს დეა კაპანაძე.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.























