16:16 | 2020-07-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იქნებ გვაცადოთ გლოვა, ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი – მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

იქნებ გვაცადოთ გლოვა, ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი – მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი, უყვარდა.

 

ემოციური ჩანაწერი: „მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს!“ - გოგონა, რომლის გამოც შაქარას გაბეჩავას წვეულებაზე წასვლა უხაროდა
2020-07-16ემოციური ჩანაწერი: „მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს!“ - გოგონა, რომლის გამოც შაქარას გაბეჩავას წვეულებაზე წასვლა უხაროდა

 

ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილი ხატისკაცსაც მოსწონდა, თუმცა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს ხატისკაცის ინიციატივით დაშორდნენ.

 

ჩვენებას ხატისკაცი სოციალურ ქსელში ეხამაურება და საზოგადოებას მიმართავს.

 

„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.

 

ვისაც გონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!

 

ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.

 

გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს.“ – წერს მარიამ ხატისკაცი.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X