
„საწყენია, ამას არ ველოდი, იქნებ მისთვის ასე ჯობდეს. უფალს ებარებოდეს მათი სულები“, – ასე ემშვიდობებიან მარიანა ქორიძეს, რომელიც 6-თვიანი კომის შემდეგ წუხელ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალის მეუღლე და შვილები 6 თვის წინ ავარიის დროს დაიღუპნენ.
„შენ ჩაქრი და მე დავიშალე…..ვკარგავ ფერებს – ისევ წყვდიადი, ისევ თავიდან, სიკვდილი ისევ… დაუსრულებლად“, – წერს გარდაცვლილი ქალის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთო ოჯახის 4 წევრი – მამა და სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა , ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე. გარდაცვლილები ქუთაისში მცხოვრები 33 წლის მხატვარი ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი იყვნენ.

ბაქარ ბანძელაძის ნახატი























