
დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„გულწრფელად მაინტერესებს, ქრისტიანობის ქადაგება თუ ძალადობით უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ ალეგორიებით არა, აშკარად თქვან და იქნებ უარი ვთქვა ასეთ ,,სარწმუნოებაზე,“ – წერს პეტრე კოლხი.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
ასევე ნახეთ:






















