11:45 | 2021-11-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე აქცია, ეს პროცესი აღარ გაჩერდება – ზაალ უდუმაშვილი

იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე აქცია, ეს პროცესი აღარ გაჩერდება – ზაალ უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მშვიდობიანი იქნება და ის მასშტაბურ სახეს მიიღებს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად უგუნურ ხელისუფლებასთან, რომელსაც პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის. ბუნებრივია, ახლა ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ, რადგან დრო პრაქტიკულად აღარ არის. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უარი თქვა სამედიცინო პრეპარატების მიღებაზე, მისი მდგომარეობა ყოველ საათობრივად მძიმდება. კრიტიკულ ზღვარზე ვართ მისულები, შესაძლებელია, უახლოესმა საათებმა და დღეებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს.

წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში - ირაკლი ღარიბაშვილი
2021-11-08წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში - ირაკლი ღარიბაშვილი

 

დღეს შევიკრიბებით 20:00 საათზე, ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით, რომ უნდა დასრულდეს უკანონობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს, უნდა დასრულდეს ოპოზიციური ლიდერებისა და უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკშვილის პოლიტიკური დევნა.

 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც არ იქნებიან პოლიტიკური დევნილები და არ ისხდებიან პრეზიდენტები ციხეში და არ წირავენ მათ სასიკვდილოდ. ყოველწლიურად ის, რისი უფლებაც აქვს ასეულობით პატიმარს, რომ მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, მხოლოდ ერთი პატიმარს – მიხეილ სააკაშვილს ეკრძალება სამედიცინო მომსახურების მიღება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე აქცია, ეს პროცესი აღარ გაჩერდება”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს, 20:00 საათზე, ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X