12:04 | 2020-07-14 ავტორი: Prime Time

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ საარჩევნო სიაში – ზაქარეიშვილის პროგნოზი

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ საარჩევნო სიაში – ზაქარეიშვილის პროგნოზი

პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი – სიის ხუთეულში შევიდეს.

 

როგორც ზაქარეიშვილმა პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის სიაში ჩასმა მოუწევს.

 

„შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სულაც არ უნდა „ქართული ოცნების“ სიაში ყოფნა, მაგრამ მას ამ გადაწვეტილებას მიაღებინებენ.

 

ივანიშვილი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი არ იყოს, რადგან მმართველ პარტიაში ხაზი არ გაუსვან, რომ თვითონაა ყველაფერი.

 

არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი სიის ხუთეულში იყოს. სავარაუდოდ,  სიის პირველი ნომერი იქნება გახარია, რათა ხაზი გაუსვან მის განსაკუთრებულობას.

 

ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის სიაში ყოფნა აუცილებელია არა იმიტომ, რომ ის სიას “გაქაჩავს”, არამედ იმიტომ, რომ თუ არ შეიყვანენ, ეს „ქართული ოცნებისთვის“ უარესი იქნება.

 

სიაში ივანიშვილის ყოფნა პრინციპულად მნიშვნელოვანი არაა, თუმცა მისი არყოფნა საზოგადოებისთვის თვალშისაცემი ნამდვილად იქნება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს.

 

“ოცნებაში” მხარს უჭერენ, რომ გახარია საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

ავტორი: Prime Time

X