
იქნება თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი – ამაზე პრემიერ-მინისტრი აცხადებს:
„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის“.























