13:24 | 2020-06-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ სიაში? – ხაზარაძე ექსპრეზიდენტს შეხვდა

იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ სიაში? – ხაზარაძე ექსპრეზიდენტს შეხვდა

„იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მარგველაშვილი „ლელოში“?! - რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე: „მოსაზრებები დაახლოებულია“
2020-06-23მარგველაშვილი „ლელოში“?! - რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე: „მოსაზრებები დაახლოებულია“

 

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, „ლელოს” ლიდერისთვის უცნობია, თუმცა ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა.

 

„პირადად მე შევხვდი და მოლაპარაკება მქონდა გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი.

 

მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც “ლელოს” ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს.

 

ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

„ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს გაიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხედვა „ქართული ოცნების“ მმართველობიდან ჩამოშორებაზე „ლელოს“ ხედვას ემთხვევა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X