11:29 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

იქნება თუ არა „ლოქდაუნი“ – დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ასცდა

იქნება თუ არა „ლოქდაუნი“ – დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ასცდა

რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანაში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. თუმცა, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს.

 

საქართველოში 18 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.39 -ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.​

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდადადებითობის მაჩვენებელთან ერთად აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.

 

მისი თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.

 

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზედახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, აღდგომის დღესასწაულზე, სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ ჭამა-სმა.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 750 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

 

იხილეთ ასევე: უკრაინაში ქართველი მოხალისე დაიღუპა

 

 

რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2021-04-19რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

 

 

ავტორი: Prime Time

X