
გავრცელებული ინფორმაციით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებება დატოვა. თავად თენგიზ ცერცვაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
მედიაში, გაჩნდა ვარაუდი, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შესაძლოა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვიხილოთ.
თუმცა ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ არის.
ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე თენგიზ ცერცვაძე განცხადებას თავად გააკეთებს.
საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კი აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
„რას ბრძანებთ, საიდან მოიტანეთ?! სიმართლეს არ შეესაბამება“, – გვითხრა მარინა ენდელაძემ.
„მე ახლა ბათუმში ვარ და ბატონი თენგიზიც ბათუმში ვიზიტისთვის ემზადება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.























