17:10 | 2020-04-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს, ვის არ ეხება გახანგრძლივებული შეზღუდვები

ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს, ვის არ ეხება გახანგრძლივებული შეზღუდვები

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ვის არ ეხება გახანგრძლივებულ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები.

 

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენელს, საკვების და სასურსათო ობიექტებზე მომუშავე პირებს.

 

ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ცნობისთვის, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა ერთი კვირით გახანგრძლივდა.

 

ასევე, საქარტველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X