16:02 | 2021-10-25 ავტორი: Prime Time

ირაკლი ფირცხალავამ შიმშილობა შეწყვიტა

ირაკლი ფირცხალავამ შიმშილობა შეწყვიტა

ყოფილმა პოლიციელმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას? - რას ამბობენ პარტიაში
2021-10-25დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას? - რას ამბობენ პარტიაში

 

როგორც  მეუღლე ამბობს, ირაკლი ფირცხალავამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც ამისკენ თავად მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.

 

“ჩემმა მეუღლემ შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოთხოვნა გააჟღერა.17 დღე შიმშილობდა. ძალიან დასუსტებულია, იმდენად არის დასუსტებული, რომ პაემანზეც უარი თქვა, რომ გვენახა. დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს დაკლებული”, – განაცხადა ნინო ხვიტიამ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X