11:30 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

ირაკლი, გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება, შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს კითხე – ნინო ბურჯანაძე კობახიძეს პასუხობს

ირაკლი, გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება, შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს კითხე – ნინო ბურჯანაძე კობახიძეს პასუხობს

“ირაკლი, კარგად დააკვირდი რას ლაპარაკობ და ვის რა დაუჯდა ბურჯანაძეს ეგრე მოხსენიები ეგეც გაიხსენე, შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს კითხე”, – ასე ეხმიანება “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.

 

ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს არ დააკლებენ ამ ქვეყანას.  კობახიძეებმა, ღარიბაშვილებმა და ივანიშვილებმა მეტი რა უნდა დააკლონ ამ ქვეყანას რაც დღეს გააკეთეს და ევროკავშირში მივდივართ ხო?! დაუჯდებათ ფასი. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ კომიკური დიქტატურა არ დამყარდეს ამ ქვეყანაში. კობახიძის დიქტატურა ნამეტანი სასაცილოა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველთან”.

 

ნახეთ ვიდეო: ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, გიგა ბოკერიას, ნიკანორ მელიას, ნინო ბურჯანაძეს, ნატო ჩხეიძეს და ირაკლი ოქრუაშვილს ბოლშევიკები უწოდა.

 

“დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

X