
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლის, პედაგოგისა და ტელეწამყვანის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა.
ვუსამძიმრებ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























