13:27 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ირაკლი ღარიბაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტვ-პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია”,- წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X