11:15 | 2021-08-31 ავტორი: Prime Time

ირაკლი ღარიბაშვილი – მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება ნაციონალური მოძრაობა

ირაკლი ღარიბაშვილი – მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება ნაციონალური მოძრაობა

რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას; ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს
2021-08-31ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას; ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, გამორიცხული და ეს ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, დაადასტურა 7 არჩევნებში.

 

„ერთადერთი თეორიული შანსი, რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ რაიმე სახის პროვოკაციით, რაღაც შეფერხება და ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს დასრულდება კრახით, ისევე, როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: Prime Time

X