
მე მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე. ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.
„მე ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე. ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე პენიტენციური სამსახური და მას მიმართეთ ნებისმიერი კითხვით. რა თქმა უნდა, ისინი გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















