15:21 | 2021-07-17 ავტორი: Prime Time

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაიწყო.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ უყურებთ, რომ გვაქვს მატება ინფიცირების შემთხვევების და მე მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს. მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები საკმარისი რაოდენობის არ იყო ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ. „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინებიც, მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

 

„ფაიზერზე“ რაც გამოხსენებათ, რომ მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს  რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ჩამოვა საქართველოში. მე მინდა, რომ ჩვენს ხალხს მივმართო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

ავტორი: Prime Time

X