20:04 | 2021-06-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს. პირველი არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს იგეგმება.

 

პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს პირველად წარუდგენს.

 

გაიზრდება თუ არა გადასახადი დენზე - რას ამბობენ სემეკში
2021-06-16გაიზრდება თუ არა გადასახადი დენზე - რას ამბობენ სემეკში

ანგარიში მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მთავრობის მიერ ხორციელდება, მათ შორის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ოთხ საკვანძო მიმართულებაზე. კერძოდ, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X