
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ხმების“ სოლისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან ვწუხვარ „ქართული ხმების“ სოლისტის, უნიჭიერესი ახალგაზრდის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა.
მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.






















