21:42 | 2020-05-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ირაკლი კობახიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა

ირაკლი კობახიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს განიხილავდნენ ახალი ინიციატივით გამოვიდა.

 

„როგორც მოგეხსენებათ ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა.

 

კობახიძე: ოპოზიციის შენიშვნები ღიმილისმომგვრელი იყო
2020-05-21კობახიძე: ოპოზიციის შენიშვნები ღიმილისმომგვრელი იყო

 

ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა – მეორე მოსმენამდე, დღესვე განვიხილოთ, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

 

მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც.

 

მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას, ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღეს ეს იდეა განვიხილოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X