
ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონ ბოკერიასგან, ჯობს აიღოს ტელეფონი, დარეკოს იმანგულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინოს ის ხალხი სახლში, რომლებიც გამოიყვანეს ამ აქციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მარნეულის აქცია მათი დაორგანიზებულია. ბატონი სულეიმანოვი და ბატონი იმამკულიევი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სხდომაზე იმყოფება და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში ნაცმოძრაობის ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქცია“, – ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს მარნეულში, სოფელ იმირში მოსახლეობამ საპროტესტო აქციას მართავს, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ.






















