22:21 | 2021-09-24 ავტორი: Prime Time

ირაკლი კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე – როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ

ირაკლი კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე – როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ

ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას.

 

მისი თქმით, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. როდესაც ასეთი შეფასება არ არის სახეზე, ასეთ შემთხვევაში მელიასნაირმა ადამიანმა ეს შეიძლება მიიღოს როგორც მწვანე შუქი შემდეგ პროვოკაციებზე.

 

„მე მგონი შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. როდესაც ასეთი შეფასება არ არის სახეზე, ასეთ შემთხვევაში ეს მელიასნაირმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს როგორც მწვანე შუქი, შემდეგ პროვოკაციებზე. ჩვენ ვნახეთ დღეს იყო გარკვეული განცხადება გაკეთებული და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკანორ მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები.

 

ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი შეიძლება ნიკანორ მელიამ, რომლესაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში, როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X