18:36 | 2020-07-15 ავტორი: Prime Time

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარ კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარ კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს

ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც, კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.

 

„უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“,- თქვა მან.

 

კობახიძე: ოპოზიცია გაღიზიანებულია, იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან
2020-07-15კობახიძე: ოპოზიცია გაღიზიანებულია, იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება. მისი თქმით, კამპანია აგებული იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

 

„ჩვენი მთავარი გამოწვევები არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით პანდემიის გათვალისწინებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც შექმნა პანდემიამ.

 

ბუნებრივია ეს აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენი კამპანია აგებული იქნება რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“,-განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: Prime Time

X