22:20 | 2021-07-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“ირაკლი მშობიარობის პროცესს დაესწრო. ქართული როკის ჩე გევარამ, ყველაფერი ფირზე აღბეჭდა” – გელა ჩარკვიანი შვილიშვილის დაბადებას იხსენებს

“ირაკლი მშობიარობის პროცესს დაესწრო. ქართული როკის ჩე გევარამ, ყველაფერი ფირზე აღბეჭდა” – გელა ჩარკვიანი შვილიშვილის დაბადებას იხსენებს

ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, ნანა ჩარკვიანი დღეს 18 წლის გახდა. გოგონა მუსიკას წერს და როგორც მას დედა აფასებს, აქვს “დრაივი”, “რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ ისწავლება.”

 

“ნანა ყველასგან დამოუკიდებლად მუშაობს და უკვე დასრულებულ ტრეკს მასმენინებს ხოლმე. მომწონს მისი ნამუშევრები. მიხარია, რომ ტექსტებს მარტივად წერს და შეუძლია როგორც ლირიული ხაზის გატარება, ასევე აქვს “დრაივი” – ამბობს ქეთათო.

 

გელა ჩარკვიანი თავის წიგნში “ნაგერალა”, შვილიშვილის დაბადებას ასე იხსენებს.

 

გელა ჩარკვიანი: – 1 ივლისის შუადღე იქნებოდა, როცა ნანამ სამსახურში დამირეკა და მახარა, ირაკლისა და ქეთათოს ნანა ჩარკვიანი შეეძინათო. 3 კგ და 400 გრ და 49 სმ დაიბადა იქ, სადაც 64 წლით ადრე დავიბადე მე, ვაკის ყოფილ მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოში.

 

გინეკოლოგი, ვინც ქეთათო ამშობიარა, ლევან ღოღობერიძის ძმა, სოსო იყო. მან ნაცნობობით ირაკლი მშობიარობის პროცესს დაასწრო. ქართული როკის ჩე გევარამ, როგორც მას რადიოდიჯეებმა უწოდეს, ყველაფერი დეტალურად ფირზე აღბეჭდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X