
ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე ამ პატიმრობისას: ერთი – ძალიან ვატკინე ივანიშვილს და მეორე- ზუსტად აღმოვაჩინე სად უნდა დავარტყა, რომ ვატკინო“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს.
„მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და ჩემი დაჭერის თემა, როგორც მე ვიცი, არჩევანის დონეზე ჰქონდა ივანიშვილს.
ვინ დაეჭირა, ხაზარაძე, გვარამია თუ ოქრუაშვილი და ამარჩია ამ შემთხვევაში მე.
მთელმა ამ პოლიტიკურმა კონტექსტმა მიიყვანა ეს ყველაფერი წითელი ხაზის გადაკვეთამდე.
ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ახალგაზრდა, ჩვენი დემოკრატია არის ძალიან მყიფე
და როდესაც აქ გაუგებრობა ხდება და ორი დაპირისპირებული მხარე, ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცას ერთმანეთში ვერ არკვევს,
საქმეში ერთვებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის სამართლიანი არბიტრები – ევროპა და ამერიკა.
ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვისაც, ძალიან მკაფიო და გასაგები იყო, რომ ჩემი და უგულავას საქმეში, ისე როგორც სხვა ბევრ საქმეში, ყველაფერი იყო თეთრი ძაფით ნაკერი.
მედავონ ნებისმიერ სხვა რამეზე, მე თვითონ ვეტყვი, რაზე შეიძლება მედავონ მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად, მაგრამ მიტინგზე იდექი და ამის გამო 5 წლით უნდა იჯდე ციხეში,
ეს ნიშნავს, რომ ქუდი რატომ არ გაფარია“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, 15 მაისს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალეს. მათ გვიან ღამით რუსთავის N16 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.






















