
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციური ერთობის სასარგებლოდ მაჟორიტარობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, იგი უპირობოდ დაუჭერს მხარს მაჟორიტარად თბილისში ელენე ხოშტარიას და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას.
„6 მანდატია დარჩენილი, რომელიც უდნა გავიყოთ ხუთმა პარტიამ 7 ადამიანზე, ბუნებირვია 6 მანდატს 7 ადამიანზე ვერ გავიყოფთ, რადგან ერთი არის მეტი. ამ შემთხვევაში ამ ერთ ადამიანად განვიხილავ საკუთარ თავს, მე ჩემს საკითხს ვხსნი დღის წესრიგიდან და იქნება 6 ადამიანი 6 მანდატზე.
პრობლემა იქნება დახურული. მე ამით მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ხელი შევუწყო ერთობას, ეს ერთობა არის საზოგადოების მოთხოვნას და ბუნებრივია ჩემი გადაწყვეტილებით არც სხვა ოლქში არ გავხდი საპრობლემოს სხვებთან მიმართებაში. მათ შორის არც გორში.
ვერ გეტყვით რომელ პარტიას ვინ ჰყავს გამოკვეთილი, ამათზე თავად უნდა ისაუბრონ თუმცა, რაც კი ჩემი მონაწილეობით განხილულა, შემიძლია ვთქვა, რომ უპირობოთ დავუჭერ მხარს ელენე ხოშტარიას და ალეკო ელისაშვილს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.























