21:28 | 2021-12-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ირაკლი შენგელია: ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს არ წამოადგენს მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა

ირაკლი შენგელია: ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს არ წამოადგენს მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა

ქუთაისის საკრებულოს პირველ რიგგარეშე სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო, რის გამოც კვორუმის პრობლემა შეიქმნა. სხდომაზე ორი დეპუტატისთვის, მათ შორის უმრავლესობის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ. ბაქარ მახარაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატი პირადი განცხადების საფუძველზე პირველივე სხდომის შემდეგ დატოვა, საკრებულოში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. რადგან ბაქარ მახარაძეს უფლებამოსილება არ ჰქონდა შეწყვეტილი, მან სხდომაში მონაწილეობა დეპუტატის მანდატით გააგრძელა.

 

საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუჩერდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, დავით აბულაძეს.

 

„გაშიშვლებული“ ქალი ამოგვივარდა სცენაზე და პირდაპირ როიალზე ჩამოჯდა“... - უჩა კორძაიას 68 წელი შეუსრულდებოდა
2021-12-10„გაშიშვლებული“ ქალი ამოგვივარდა სცენაზე და პირდაპირ როიალზე ჩამოჯდა“... - უჩა კორძაიას 68 წელი შეუსრულდებოდა

 

„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს არ წარმოადგენს მოქალაქეების ინტერესებსა და ქალაქის განვითარებაზე ზრუნვა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი ინსტიტუციების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა. დღეს ნათლად გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულებით ეკიდებიან მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს ჩვენი ოპონენტები. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა ცარიელი სკამებისთვის არ მიუციათ. ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მანდატები ცარიელ სკამებს დაუთმონ. სწორედ ოპოზიცია პარავს ხმას თავის ამომრჩეველს და უარს აცხადებს წარმოადგინოს ისინი მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

 

რაც შეეხება დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკრებულოს წევრთა შემადგენლობაში ცვლილებასთან ერთად დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ბიუჯეტის გაზრდას, მხარი დაუჭირეთ ქალაქში ბიზნეს სექტორის განვითარებას.
შეუფერხებლად ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას და ამ საქმეში, ვიწროპარტიული ინტერესებით მოტივირებული, ვერც ერთი დესტრუქციული ნაბიჯი ხელს ვერ შეგვიშლის” – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X