16:51 | 2020-01-08 ავტორი: Prime Time

ირანი აშშ-ს 100 ობიექტზე თავდასხმით იმუქრება

ირანი აშშ-ს 100 ობიექტზე თავდასხმით იმუქრება

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა.

 

მათივე ინფორმაციით, ირანმა ამერიკული ბაზის მიმართულებით 15 რაკეტა გაუშვა. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნის განცხადებით კი, ირანი მზადაა  იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.

 

ცნობისთვის, 8 იანვარს გამთენიისას ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა „აინ ალ-ასადი’’ გახდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს დარტყმები თეირანის პასუხია აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე.

 

თავის მხრივ, პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ბუნკერებში დამალვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

ერაყში ამერიკულ ბაზაზე მიტანილ იერიშს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა.

ავტორი: Prime Time

X