13:37 | 2020-03-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ირანმა დროებით 85 ათასი პატიმარი გაათავისუფლა

ირანმა დროებით 85 ათასი პატიმარი გაათავისუფლა

ირანის ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს 85 ათასი პატიმარი. ამის შესახებ ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა გოლიამჰოსეინ ესმაილმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

წარმომადგენელის თქმით, ეს ზომა მიიღეს მას შემდეგ რაც პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება შეიქმნა.

 

ირანმა პატიმრების გათავისუფლება მარტის დასაწყისიდან დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ თავისუფლდებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც არ აქვთ მძიმე ბრალდება. დროებით გათავისუფლებამდე თითოეული მათგანი მოწმდება კორონავირუსზე.

 

ბოლო მონაცემებით ირანში კორონავირუსის 15 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 853 პაციენტი.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X