
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მოსახლეობას მოუწოდა კვლავ დაიცვან კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული საპრევენციო წესები, რადგან „დაბალი რისკის“ მქონე ბიზნესმა შაბათიდან მუშაობა განაახლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ე.წ დაბალი რისკის მქონე ბიზნესმა, მათ შორის ბევრმა მაღაზიამ, ქარხნებმა და სამთავრობო ოფისებმაც, დედაქალაქ თეირანის გარდა, მუშაობა განაახლეს.
გამოცემის ცნობით, თეირანში კვლავ მოქმედებს CoViD19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები და მისი შემსუბუქება 18 აპრილიდან დაიწყება.
11 აპრილის მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 70,029 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4,357 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41,947 პაციენტი გამოჯანმრთელდა.






















