
სირიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ nytimes-ი წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მთავრობამ კი, შესაბამისი ზომები უკვე მიიღო.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.






















