22:53 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს

ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს

„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

 

4 ივლისს, დღის 3 საათზე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ.

 

„ხვალ, 4 ივლისს, დღის 3 საათზე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები ვიკრიბებით რუსთველის გამზირზე, ოპერის წინ.

 

ვუცხადებთ მხარდაჭერას დედაეკლესიას, ჩვენს პატრიარქს და სამღვდელოებას. ვაპროტესტებთ მართლმადიდებელი ეკლესიის და მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგ მიმდინარე ღია შეტევას, რამაც ბოლო დროს აგრესიული, ცილისწამებლური, ბოროტი კამპანიის სახე შეიძინა!

 

აქციის მსვლელობისას გავრცელდება საგანგებო მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისადმი!”, – წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X