
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კომენდანტის საათისა და შეზღუდვების მიუხედევად, სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
„ვინ თქვა, რომ საერთოდ პოლიტიკოსებმა არ უნდა იარონ ტაძარში? არ უნდა ილოცონ? ღმერთი არ უნდა ახსენონ? პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა ილოცოს, რომ დაეხმაროს მის ქვეყანას” – განაცხადა ირმა ინაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს პირბადეები დარიგდა.
ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.
ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
ტაძრების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომენდანტის საათის გამო, სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდეს.
15 აპრილს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტა!






















