
მომღერალი თემურ თათარაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს.
“გუშინდელი დღესავით მახსოვს ბოლო კონცერტი სოხუმში , – მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, სოსო პავლიაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი!
ჩვენი წამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში დაიწყო ომი, – ირმა ინაშვილო, – იცოდე შენს გვერდით ვარ და პირველ კონცერტზე სოხუმში მეც უნდა გამოგყვე” – წერს თათარაშვილი.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. ირმა ინაშვილის თქმით, ისინი რეგიონში ილორის ტაძარში იმყოფებოდნენ, რომელსაც ღვთისმშობლის ხატი გადასცეს.






















