22:54 | 2020-05-25 ავტორი: თამთა თორდია

ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს! – ბასილაშვილის ადვოკატი 

ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს! – ბასილაშვილის ადვოკატი 

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, – ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება მის ყოფილ ცოლს უკავშირდება - უფლებადამცველი
2020-05-25ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება მის ყოფილ ცოლს უკავშირდება - უფლებადამცველი

 

„მე პირველ რიგში ვარ ქალი და მუდმივად ვარ ქალბატონების მხარეს, მყავს ქალიშვილი და არავინ იცის, ვის რა შეემთხვევა მომავალში და არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, თუ რა იქნება ხვალ.

 

ამიტომ მე ქალბატონ ნეკასაც მოვუწოდებ და ნებისმიერ ქალბატონს, რომელიც არათუ ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებიც თუ არიან, მათ აუცილებლად ამაზე უნდა ისაუბრონ.

 

უნდა გამოავლინონ მოძალადე ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ესენი, ხშირად მეუღლეები, ძმები, მამები, არ აქვს მნიშვნელობა და თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს.

 

ასევე თუკი დამტკიცდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, ის ამ სასჯელს არ გაექცევა”, – განაცხადა ჭკადუამ.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ავტორი: თამთა თორდია

X