
„გინდა დაიჯერე და გინდა – არა. რვა წელია, თვალით არ მინახავს და რომ ვნახო, არ ვიცი, ვინ არის, არ ვიცნობ…”, – ამის შესახებ მარინა ბერიძემ გადაცემაში “სთორი” ყოფილ მეუღლეზე საუბრისას განაცხადა.
მარინა ბერიძის თქმით, მათი დაშორების მიზეზი მისი აქტიური ცხოვრებაა. ხშირად სამ სამსახურში მუშაობდა და მეუღლეს ყურადღებას ვერ აქცევდა.
„ძალიან დიდხანს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ მე ვამბობდი, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სერიოზულად არ აღმიქვამდა. და მართლა, იცი? მერე ბევრი დოზით გავხდი… მეუღლის ნაკლებობაც ჰქონდა და აღიზიანებდა კიდეც…. 90-იანებიდან წამოვიდა ქალების აქტიურობა, სხვა გზა არ გვქონდა… მერე ისე მოხდა, რომ სამი სამსახური, ხუთი პროექტი ერთად მქონდა, ღამე მოვდიოდი, დილით მივდიოდი… მაგიდაზე მუშტი რომ დაერტყა, არ ვიცი, რას ვიზამდი… ვერ მეტყოდა, სამსახურებს თავი დაანებეო, იმიტომ, რომ ეს კომფორტის ზონაა“.























