00:55 | 2020-08-08 ავტორი: თამთა თორდია

„ის ისეთი ლამაზია… ვფიქრობ, 3 წელში გათხოვდება“ – ვინ არიან და რას საქმიანობენ თინა კანდელაკის შვილები

„ის ისეთი ლამაზია… ვფიქრობ, 3 წელში გათხოვდება“ – ვინ არიან და რას საქმიანობენ თინა კანდელაკის შვილები

ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ტელეწამყვანი თინა კანდელაკი თავის შვილებზე მელანიასა და ლეონტიზე საუბრობს.

 

„მოდიოდა ცხენით და მოჰყვებოდა ისტერიული ქალების ბრბო“ - თინა კანდელაკი ზვიად გამსახურდიაზე (ვიდეო)
2020-07-24„მოდიოდა ცხენით და მოჰყვებოდა ისტერიული ქალების ბრბო“ - თინა კანდელაკი ზვიად გამსახურდიაზე (ვიდეო)

კანდელაკი ამბობს, რომ მელანიაზე ბევრს ვერ ისაუბრებს, რადგან მას ეს არ უყვარს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ძალიან მოხერხებული გოგონაა. ბიჭი კი, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და ასევე უყვარს მუსიკა.

 

„მელანია ხატავს, ის სწავლობს ხელოვნების ფაკულტეტზე. მას არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ ამიტომ მოკლედ ვიტყვი. ის ძალიან მოხერხებული გოგოა.

 

ბიჭი [ლეონტი] სწავლობს ფილოსოფიის ფაკულტეტზე და უკრავს. მას ძალიან უყვარს მუსიკა და თავისი ჯგუფი ჰყავს. ის ძალიან კარგი მუსიკოსია“

 

გორდონის კითხვაზე, აპირებს თუ არა კიდევ შვილის გაჩენას თინა კანდელაკი პასუხობს:

 

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც აბსოლუტურად მშვიდად შეიძლება დაგეგმო, ამიტომ შემიძლია გიპასუხო რომ -კი. სიმართლე, რომ გითხრა მე 20 წლის გოგონა მყავს, ის ისეთი ლამაზია… და ვფიქრობ 3 წელში გათხოვდება. ზუსტად არ ვიცი რას ველოდები, მესამე შვილს თუ პირველ შვილიშვილს“, – ამბობს თინა კანდელაკი.

ავტორი: თამთა თორდია

X