14:13 | 2021-10-29 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი, ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტირებისთვის არ გამოდგება – გია ვოლსკი

ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი, ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტირებისთვის არ გამოდგება – გია ვოლსკი

“ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი, ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტირებისთვის არ გამოდგება”, – ასე გამოეხმაურა  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ეს კანონში პირდაპირ წერია.

 

„კანონში წერია” პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, ადამიანს აქვს უფლება განკარგოს თავის თავი, თავის სხეული, თავის მომავალი, თავის ბედი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს და პრევენცია არ უნდა მოახდინოს ცუდი, ლეტალური შედეგის. ესეც თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ თქვენ მხოლოდ ის გესმით, რაც გჭირდებათ. ღარიბაშვილმა თქვა, არ დავუშვებთ იმას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე ამ ვითარებაში საფრთხის ქვეშ დადგეს.

 

სახელმწიფო, მისი შესაბამისი სტრუქტურები მოწოდებულნი არიან, შესაბამისადაც არიან აღჭურვილნი, რომ ცუდი განვითარება არ დაუშვან და ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი თავის მედიასაშულებების საშუალებით, არ გამოდგება ამ განცხადების ინტერპრეტირებისთვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X